понедельник, 18 января 2010 г.

понедельник, 28 декабря 2009 г.

გაკვეთილის გეგმა ლემილზე

გეგმა

,,ფრთხილად, მოწევა კლავს""

1.პროექტის სახელი:,,ფრთხილად, მოწევა კლავს! ,, პროექტის

2.მოკლე აღწერა:

პროექტის დანიშნულება მდგომარეობს მოსწავლე ახალგაზრდებში (I-II საფეხური) ანტიპროპაგანდული ღონისძიების გატარებაშიმოწევასთან, კერძოდ, თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით.

3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეების უმრავლესობა სტაბილურად ეწევა.არ ერიდებიან სკოლაშიც.როგორც ჩანს,ნაკლებად აკონტროლებთ

ოჯახიც.დროის დიდ ნაწილს ატარებენ ქუჩაში.მოწევა ერთგვარ პრიორიტეტად მიაჩნიათ და თვითდამკვიდრების არაჩვეულებრივი მეთოდი ჰგონიათ. ისინი პატარებისთვის მი-

ბაძვის ობიექტებიც ხდებიან.

4.მონაწილეთა ასაკი:პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მეთორმეტე კლასის მოსწავლეები.

5.ვადები/ხანგრძლივობა:ღონისძიების ვადა გასტანს ერთ თვეს.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მეთორმეტე კლასის მოსწავლეები შევლენ IდაII საფეხურის

მოსწავლეებთან წინასწარი შედგენილი გეგმის მიხედვით დაჩაუტარებენ საუბრებს თამბაქოს მავნებლობაზე.უჩვენებენ

სპეციალურად მათტვის შექმნილ ვიდეოკლიპებს.

დაარწმუნებენ,რომ სწორედ მწეველები ყალიბდებიან შემდეგში ნარკომანებად. მოსწავლეები შეეცდებიან,გაუჩინონ ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მოტივაცია.შეახსენებენ,რომ ისინი სამშობლოს ოქროს გენოფონდი არიან. მათი სიჯანსაღე ქვეყნის სიჯანსაღეა.

7.მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეთა თვითშეგნების ამაღლება;

დარწმუნდებიან ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობაში,

გაუჩნდებათ მოტივაცია დაკავდნენ სპორტით.


8.სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლე-ახალგაზრდობის თვითშეგნების ამაღლება;

სპორტით დაკავებული მოსწავლეების მეტი რაოდენობა;

მეტი ჯანმრთელი ახალგაზრდა სამშობლოს;

9.სამუშაო ენა:ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არავინ

11.პროექტის ფასილიტატორი:ნანი ჩიქობავა- XII კლასის დამრიგებელი და XII მეოთხე

კლასი.